BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საბავშვო ბაღებში, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების პროცესის 1-ელი მარტიდან განახლდება

საბავშვო ბაღებში, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების პროცესის განახლება 1-ელი მარტიდანაა დაგეგმილი. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რომელიც ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა.
 
მისივე თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე.
 
„საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია 1-ელი მარტიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
304