BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში ბოლო 24 საათში 15 891 ტესტი ჩატარდა, რის შედეგად კორონავირუსით ინფიცირების 1357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 14 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
 
„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 891 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 767 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 124 Pჩღ ტესტით.
 
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 244 612-ს.
 
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 748 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 228 359-მდე.
 
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 867 პირი ემსხვერპლა.
 
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 561 შემთხვევა, აჭარა - 112, იმერეთი - 196, ქვემო ქართლი - 69, შიდა ქართლი - 111, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 131, კახეთი - 84, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
 
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 360, საიდანაც:3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 756, აჭარაში - 337, იმერეთში - 746. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 808 პირი, მათ შორის, თბილისში - 369, აჭარაში - 62, იმერეთში - 192. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 240 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 8, იმერეთში - 27. 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 236 - თბილისში, 325 - აჭარაში, 28 - იმერეთში. 8 942 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
 
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 469 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 196, აჭარაში - 76, ხოლო იმერეთში - 7.
 
სულ 6 ოქტომბრიდან - 13 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 673 პირი.
 
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 545 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 256 პირი, აჭარაში - 2 272, იმერეთში - 2 549“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
112