BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

თბილისში კერძო ავტომობილებისთვის BUS LANE–ებში გადაადგილება კვლავ ნებადართული რჩება

თბილისში კერძო ავტომობილებისთვის BUS LANE–ებში გადაადგილება კვლავ ნებადართული რჩება. 
 
როგორც WWW.BUSIESSTIME.GE-ის თბილისის მერიიდან აცნობეს, კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლებამდე, ე.წ. ბასლეინებში მოძრაობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან. ეს გამონაკლისი 31 დეკემბრამდე მოქმედებდა და კვლავ ძალაში რჩება.
 
„როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება, რის გამოც, მოქალაქეებს გადაადგილება მათ მფლობელობაში არსებული კერძო სატრანსპორტო საშუალებებით უწევთ.
 
ქალაქის მასშტაბით, კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი, დაახლოებით, 20%-ით არის გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობის, მისი განვითარების კრიტიკულ მნიშვნელობას და იმ პოლიტიკის ჭეშმარიტებას, რომელსაც თბილისის მერია ატარებს.
 
გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე იღებს. ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფუნქციონირებას საბჭოს გადაწყვეტილებისთანავე განაახლებს“,– ნათქვამია განცხადებაში.
302