BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

სალომე ზურაბიშვილი: „საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება!”

საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
 
ზურაბიშვილი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ „შემაშფოთებელი სცენების“ მიუხედავად, ამერიკულმა ინსტიტუტებმა თავიანთი ძლიერების დადასტურება შეძლეს.
 
„30 წელია, რაც აშშ მხარს უჭერს საქართველოს გზას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ. ჩვენთვით აშშ მისაბაძი მაგალითია.
 
გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ძალადობის ფონზე ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს თავიანთი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება.
 
საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად“, - წერს პრეზიდენტი.
95