BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი ქსელში „შქმერულის” ე.წ. ლანჩ-ბოქსები გაიყიდება

დღეიდან იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი ქსელის, Fამილყ Mარტ-ის 16 ათასამდე მაღაზიაში ქართული კერძის - "შქმერულის" მზა ულუფები, ე.წ. ლანჩ-ბოქსები გაიყიდება, - ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
 
"აღსანიშნავია, რომ შეფუთვაზე დატანილია ქართული დროშა და წარწერა, რომელიც მყიდველს ამცნობს ამ კერძის ქართული წარმოშობის შესახებ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
შეგახსენებთ, რომ "შქმერულის" სწრაფი მომზადების პაკეტები იგივე მაღაზიათა ქსელში ოქტომბრიდან იყიდება.
243