BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„უკვე პიკში ვართ” - ამირან გამყრელიძე

"უკვე პიკში ვართ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
 
მისი ინფორმაციით, შესაძლოა, ინფიცირების შემთხვევებმა კიდევ მცირედით მოიმატოს, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
 
„ჩვენ პიკს ველოდებოდით მკაცრი შეზღუდვების ეტაპამდე, შესული ვართ პიკში, ყოველდღიურად 3-დან 4 ათასამდე შემთხვევა გვაქვს. ის, რომ დღეს 4 ათასამდეა შემთხვევების რიცხვი, ნიშნავს იმას, რომ შაბათ-კვირას ნაკლები ტესტი გაკეთდა, ეს ყოველთვის ასეა. ზოგადი ტენდენციით, ვმერყეობთ 3-4 ათასს შორის.
 
პიკში ვართ და ეს რამდენი ხანი გაგრძელდება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ დავიცავთ რეკომენდაციებს. შეიძლება კიდევ იყო ცოტა ზრდა, მაგრამ, დაახლოებით, ამ ფარგლებში უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
235