BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საფრანგეთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ქართული ღვინის კუთხე მოეწყო

საფრანგეთის ქალაქ კანში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციის “Le Pont Caucasien”-ის მიერ ქართული ღვინის კუთხე მოეწყო, სადაც 25 კომპანიის 80-მდე დასახელების ღვინოა წარმოდგენილი. 
 
როგორც WWW.BUSINESSTIME.GE-ის "ღვინის ეროვნული სამსახურიდან" აცნობეს, ამიერიდან, ქართული ღვინის შეძენა და დაგემოვნება ადგილობრივ ვიზიტორებს ყოველდღიურად შეეძლებათ, ორშაბათის გარდა, ხოლო ყოველ პარასკევს, სპეციალურად მოწყობილ ჰოლში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართება. 
 
როგორც სააგენტოში აცხადებენ, საფრანგეთში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა მზარდია.
 
"წლის ბოლომდე დაგეგმილია ასორტიმენტის გაფართოება, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს", - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში. 
193