BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი პარლამენტში დეპუტატების შესვლას და სამი კანონის მიღებას ითხოვს

სოციალურ ქსელში წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ვიდეომიმართვა ვრცელდება. ვიდეო ერთ-ერთი მძევლის მიერაა გადაღებული. კადრების მიხედვით, თავდამსხმელი, მისი საუბრის სტილისა და მანერების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაშია.
 
ახალგაზრდა მამაკაცი დეპუტატების პარლამენტში შესვლას და სამი კანონის მიღებას ითხოვს:
 
"შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი. 1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები, 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7 %-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში. 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, - აცხადებს თავდამსხმელი.
 
თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ნიღბის გარეშეა შესული. შესაბამისად, შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება.
 
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს 9 მძევალი ჰყავს.
224