BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ონლაინ-დეგუსტაცია გაიმართა

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ონლაინ-დეგუსტაცია გაიმართა, რომელშიც ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის 60-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
 
როგორც WWW.BUSINESSTIME.GE-ის "ღვინის ეროვნული სააგენტოდან" აცნობეს, დეგუსტაციას ამერიკელი ტოპ-სომელიე ტეილორ პარსონსი (Taylor Parsons) უძღვებოდა. მან ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინო, მისი ისტორია და კულტურა გააცნო.  
 
▪️ონლაინ დეგუსტაციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ მათთვის წინასწარ გაგზავნილი, განსხვავებული სტილის 6 ღვინო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. 
 
▪️საქართველოდან დეგუსტაციაში დისტანციური მონაწილეობა მეღვინე იაგო ბიტარიშვილმა („იაგოს ღვინო“) მიიღო.
 
▪️აღნიშნული დეგუსტაცია სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ იყო დაფინანსებული, ხოლო ღონისძიების ორგანიზება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა ამერიკულმა მარკეტინგულმა კომპანიამ ,,Marq Energie Consulting’’ გაუწია.
 
COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციას აშშ-ში დისტანციურ ფორმატებსა და სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმების გამოყენებით აგრძელებს. შედეგად, მიმდინარე წლის 10 თვეში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 804 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 33%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
256