BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას განცხადებით, 38 გარდაცვლილიდან 16 თბილისში მკურნალობდა.
 
“სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 16, აჭარაში - 8, იმერეთში - 8, შიდა ქართლში - 1, ქვემო ქართლში - 3, ხოლო კახეთში - 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 853 გარდაცვალების შემთხვევა”-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
 
ამასთან, დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3697 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 93092 -ს შეადგენს.
254