BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„დარწმუნებული ვარ, თითოეული პოლიტიკური გაერთიანება ისე მოიქცევა, როგორც იმ პასუხისმგებლობას ეკადრება, რომელიც ამომრჩეველმა მისი თვალთახედვით გადაანაწილა“ - პრემიერი

დარწმუნებული ვარ, თითოეული ეს პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად, ისე მოიქცევა, როგორც ქართველ ამომრჩეველს, საქართველოს მოქალაქესა და იმ მოლოდინებსა და პასუხისმგებლობას ეკადრება, რომელიც საქართველოს მოქალაქემ, მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
 
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნდეს.
 
„რამდენიმე დღეში, 21 ნოემბერს ქვეყანაში იქნება არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ქვეყანაში პროცესები დაბრუნდეს ფორმალურ, სამართლებრივ ჩარჩოებში და ფორმალურ სამართლებრივ პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიის პირობებში, ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმოდგენას პარლამენტში და იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა მათთვის მინიჭებული მანდატების და რაც მთავარია, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით იზრუნონ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ერთობლივად, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, თითოეული ეს პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად, ისე მოიქცევა, როგორც ქართველ ამომრჩეველს, საქართველოს მოქალაქესა და იმ მოლოდინებსა და პასუხისმგებლობას ეკადრება, რომელიც საქართველოს მოქალაქემ, მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარება და სტაბილური პოლიტიკური პროცესი იმ გამოწვევების დროს, რომელსაც ქვეყანამ უნდა უპასუხოს, იქნება ეს გლობალური პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
394