BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„წერტილოვანი შეზღუდვები, შესაძლოა, კიდევ გაფართოვდეს” - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ დაწესდეს.
 
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეზღუდვების დაწესება ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
 
„მაია ცქიტიშვილმა უკვე მოგახსენათ დღეს რა გადაწყვეტილებაც მიიღო საკოორდინაციო საბჭომ, შეზღუდვების შემდგომ გამკაცრებასთან და გაფართოებასთან დაკავშირებით ეს პროცესი არ გაჩერდება, ეპიდსიტუაციის მიხედვით შესაძლებელია წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ და კიდევ გაფართოვდეს, იმიტომ რომ სხვანაირად, სამწუხაროდ, ამ პანდემიის შეკავება ვერ ხორციელდება. უნდა გავითვალისწინოთ ის გამოცდლება, რასაც უკვე გადიან მთელი რიგი ევროპული თუ არა ევროპული ქვეყნები. უნდა შევეცადოთ საქართველო მინიმალური დაზიანებით გამოვიდეს პანდემიიდან“,-განაცხადა გამყრელიძემ.
308