BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან ამიერიდან ეპიდსიტუაციაზე კომენტარები აღარ გაკეთდება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან ამიერიდან ეპიდსიტუაციაზე კომენტარები აღარ გაკეთდება. ინფორმაცია ნეტგაზეთს საავადმყოფოში დაუდასტურეს.
 
მანამდე, თვეების განმავლობაში, მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე – ინფექციურის წარმომადგენლები, დილაობით ჟურნალისტებთდან ეპიდსიტუაციას განიხილავდნენ.
 
დღეს გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ამიერიდან საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ყოველდღიურად გაიმართება. საბჭოს წევრები სხდომების შემდეგ, როგორც წესი, ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ ჩამოდიან.
270