BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 მოქალაქე გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 158-მდე გაიზარდა.
 
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გარდაცვლილებიდან თბილისში 7 დაიღუპა, ბათუმში 4, ქუთაისში 2, გორში 1, ხოლო მცხეთაში 1 პაციენტი.
 
საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 19857 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
274