BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან, 20 ოქტომბრიდან მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განუცხადა.
 
როგორც ლევან გოფოძემ განმარტა, რესპუბლიკური საავადმყოფო კვლავ კოვიდცენტრად გადაკეთდა.
 
მისივე თქმით, საავადმყოფო დღეიდან ცხელების სიმპტომების მქონე არცერთ პაციენტს აღარ მიიღებს.
201