BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ახალციხეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ახალციხეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
 
როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აცხადბენ, უკვე მოკვლეულია ინფიცირებულთა კონტაქტები და ისინი თვითიზოლაციაში არიან გადასულები.
 
ამასთან, უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობას შეუფერხებლად განაგრძობს.
181