BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

გარემოს დაცვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

დღეს, დღის ბოლოდან, 21 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი.
 
როგორც სსიპ გარემოს ეროვნული დაცვის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
 
“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, - აცხადებენ სააგენტოში.
230