BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15327 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 887 შემთხვევიდან 342 აჭარაში დაფიქსირდა, 277 კი თბილისში. მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კრიტკულად მძიმე 70-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს.
 
„ აჭარაში-342 ახალი შემთხვევაა, თბილისში-277, იმერეთში-198, სამეგრელო ზემო სვანეთში-22, გურიაში-11, შიდა ქართლში-12, ქვემო ქართლი-3, მცხეთა-მთიანეთში-10, კახეთში-7, სამცხე-ჯავახეთში არის-3, რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში-2 ახალი შემთხვევა გვაქვს“,-განაცხადა ენდელაძემ.
200