BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ქვეყანაში შემოსული მოქალაქები სავალდებულო კარანტინს აღარ გაივლიან

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში შემოსულ მოქალაქეებს სავალდებულო 8 დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ, თუმცა 12 დღე თვითიზოლაციაში უნდა დარჩნენ.
 
როგორც გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამ გადაწყვეტილებით მთავრობა ცდილობს ეკონომიკაში მეტი დინამიკა შემოიტანოს.
 
„მას შემდეგ, რაც დაემატება ახალი ფრენები, საკარანტინე სივრცეებში მათი გადაყვანის სქემა შეიცვლება. ყველა მოქალაქეს, რომელიც ბრუნდება სამშობლოში და გაკეთებული ექნება PCR ტესტი, შეეძლება გადავიდეს თვითიზოლაციაში 12 დღის განმავლობაში და აღარ განთავსდება საკარანტინე სივრცეში. ხოლო თუ მოქალაქეს არ ექნება გაკეთებული PCR ტესტი, მას შესაძლებლობა ექნება, საკარანტინე სივრცით ჩვეულებრივ ისარგებლონ. ეს არის ის, რითაც ვცდილობთ ეკონომიკაში მეტი დინამიკა შემოვიტანოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
288