BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

IMF: 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკა რეგიონში ყველაზე მაღალი ტემპით აღდგება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება. IMF-ის შეფასებით, 2021 წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, ხოლო 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.5% იქნება, თუმცა ეს საშუალოვადიანი პროგნოზი მომავალში, შესაძლოა, კორექტირებას დაექვემდებაროს.
 
IMF-ის ახალი შეფასებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, რაც ერთი პროცენტული პუნქტით უფრო მეტია, ვიდრე ეს ფონდის მიერ აპრილში იყო ნავარაუდევი. 2021 წელს პროგნოზირებული 5%-იანი ზრდა კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკის ზომა 2019 წლის დონეს 2021-ში უნდა დაუბრუნდეს. 
 
შედარებისთვის: რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ასეთია:
 
სომხეთი - 2020 წელს ვარდნა 4.5%, 2021 წელს აღდგენა - 3.5%;
თურქეთი - 2020 წელს ვარდნა 5%, 2021 წელს აღდგენა - 5%;
ყაზახეთი - 2020 წელს ვარდნა 2.7%, 2021 წელს აღდგენა - 3%;
უკრაინა - 2020 წელს ვარდნა 7.2%, 2021 წელს აღდგენა - 3%;
რუსეთი - 2020 წელს ვარდნა 4.1%, 2021 წელს აღდგენა - 2.8%;
ბელარუსი - 2020 წელს ვარდნა 3%, 2021 წელს აღდგენა - 2.2%;
აზერბაიჯანი - 2020 წელს ვარდნა 4%, 2021 წელს აღდგენა - 2%;
 
რაც შეეხება საქართველოს სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, IMF-ის პროგნოზის თანახმად, 2021 წელს საქართველოს მთავრობის ვალი კანონით განსაზღვრულ 60%-იან ნიშნულს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება და 58.79%-ს მიაღწევს. 
 
ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი, 2020 წელს მშპ-ის 10.8%-მდე გაიზრდება და 2021 წელს 8.5%-მდე შემცირდება. 
279