BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„საქართველომ შეინარჩუნა რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი და განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები“ - ნიკოლოზ გაგუა

„საქართველომ შეინარჩუნა რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი და განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც მომავალი წლიდან ეკონომიკის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს” - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკის ოქტომბრის მიმოხილვის შეფასებისას, რომლის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2021-2025 წლებში დაახლოებით, 5.5%-ით გაიზრდება და ეს მაჩვენებელი იქნება ყველაზე მაღალი არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში.
 
მინისტრის მოადგილის კომენტარს ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.
 
„საქართველოს შემთხვევაში, აშკარად გამოიკვეთა 2021-2025 წლების დადებითი დინამიკა. ჩვენი ქვეყანა ამ პერიოდში, დაახლოებით, 5.5%-ით გაიზრდება და ეს მაჩვენებელი იქნება ყველაზე მაღალი არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში. ჩვენი ეკონომიკური აღმავლობისა და გამოცოცხლების მიზეზად, შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რამდენიმე ფაქტორი: ჩვენ მიმდინარე წელს შევინარჩუნეთ საკმაოდ მაღალი ინფრასტრუქტურული მშენებლობის ტემპი და ეს ტემპი გაგრძელდება იმ უმნიშვნელოვანესი პროექტების დაფინანსებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოტენციური ეკონომიკური ზრდისთვის. ასევე, ჩვენ შეინარჩუნეთ რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი და განვახორციელეთ რეფორმები, რომელიც მომავალი წლიდან ეკონომიკის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს. ამავე დროს, მიმდინარე წელს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები და მიღწეული შედეგი, იძლევა იმის გარანტიას, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა ეჭვქვეშ არ დგას, რაც დადასტურებულია როგორც თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ისე ავტორიტეტული საკრედიტო სარეიტინგო ორგანიზაციების შეფასებებში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.
342