BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საომარი მდგომარეობა აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე 28 სექტემბრიდან ამოქმედდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ  ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, საომარი მდგომარეობა აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე 28 სექტემბრიდან ამოქმედდება.
 
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიქმეთ გაჯიევმა აღნიშნა, რომ 28 სექტემბრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილზე კომენდანტის საათი დაწესდება ადგილობრივი დროით საღამო 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე.
 
რეჟიმი იმოქმედებს ბაქოში, განჯაში, სუმგაითში, ევლახში, მინგეჩაურში, ნაფთალანში და კიდევ 16-მდე რაიონის ტერიტორიაზე.
 
კომენდანტის საათის პერიოდში მოქალაქეებს ეკრძალებათ ქუჩაში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა სპეციალური ნებართვის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე.
262