BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში კორონავირუსისგან 27-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. გარდაცვლილი 54 წლის მამაკაცია.
 
კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება და ფილტვის 80% დაზიანება აღენიშნებოდა.
 
ინფიცირებული 54 წლის კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
 
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მამაკაცი 5 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
 
„პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში შეყვანილი იქნა 20 სექტემბერს 15:45 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება.
 
პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში.
 
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდუკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა.
 
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 25 სექტემბერს 10:00 საათზე",- აცხადებენ უწყებაში.
 
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვმა 265-ით მოიმატა, ხოლო 54 გამოჯანმრთელდა.
 
ქვეყანაში კორონავირუსით 27 ადამიანია გარდაცვლილი.
356