BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ეკატერინე ქარქაშაძე: „საქართველოში ვირუსის გავრცელების პირველი ფაზა ახლა იწყება“

სინამდვილეში პირველი ტალღა საქართველოში რეალურად არ ყოფილა. საქართველოში დასაწყისში ფიქსირდებოდა მხოლოდ ერთეული შემთხვევები.  შესაბამისად,  ეპიდემიის შეკავების ფაზა საკმაოდ ეფექტური იყო.  თუმცა, შეუძლებელი იყო დიდი ხნით შეზღუდვებით ვირუსის შეკავება. ახლა ხდება  ვირუსის ექსპონენციალური მატება.  სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველი ტალღა არ გვქონია, პირველი ტალღა იყო ევროპულ ქვეყნებში, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმ-ეპიდემიოლოგმა ეკატერინე ქარქაშაძემ გადაცემა "რადიო აქტიურ ზონაშ განაცხადა. 
 
მისივე თქმით, ტალღა გვაქვს ახლა, რომელიც არის აღმავალი და სავარაუდოდ, ვირუსის გავრცელების მატება გვექნება, 
 
"რა თქმა უნდა, არავის ვაშინებ და საპანიკოდ არ არის საქმე, უბრალოდ ეს არის ფაქტი. შევდივართ აქტიური გავრცელების ფაზაში და ჩემი აზრით, მოსალოდნელია გავრცელების კიდევ უფრო მატება. სწორედ ახლა ვართ ტალღის ამ ნაწილში. რეალურად, საქართველოში პირველი ტალღა ახლა იწყება, თუ რამდენად იქნება მერო და მესამე ტალღა, ამის თქმა შეუძლებელია", - განაცხადა ეკატერინე ქარქაშაძემ. 
 
შეგახსენებთ, რომ  რამდენიმე დღის წინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ  საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა იწყება. 
291