BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

სახაზინო აუქციონზე 80 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
 
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 151 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 8.280%-ით, მაქსიმალური - 8.450%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.300%-ით განისაზღვრა.
 
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
282