BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.
 
"საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, 23 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის", - აცხადებს ცენტრალური ბანკი.
 
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 3.25 ლარი ღირს. ვაჭრობა 3.2275-ის ნიშნულზე გაიხსნა.
 
შეგახსენებთ: 16 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად რიგით მეცამეტე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზარზე $40 მილიონი დოლარი გაყიდა. ჯამურად, COVID-19-ის კრიზისის დაწყების შემდგომ სებ-მა სავალუტო აუქციონებზე საკუთარი რეზერვებიდან $410 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, კიდევ $200 მილიონზე მეტი მოცულობის სავალუტო ინტერვენციები განხორციელდება.
 
სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვები $3.9 მილიარდი დოლარია.
285