BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს - 18 სექტემბრის მონაცემები

18 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 80 ათასი ტონაყურძენი: 60  ათასი ტონა რქაწითელი, 15ათასი ტონა საფერავი, 1,6ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
 
როგორც WWW.BUSINESSTIME.GE-ის "ღვინის ეროვნული სააგენტოდან" აცნობეს, ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 13 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია.ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 50-ზე მეტი ღვინის საწარმო.
 
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი დაიკრიფა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 25 ათას ტონამდე, შემდეგ მოდის სიღნაღი - 17 ათასი ტონა და ყვარელი - 15 ათასი ტონა. მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
 
ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 282 კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართული იყო 90ღვინის საწარმო.დანარჩენი ღვინის კომპანიები რთველის პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.
 
მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად,საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში  ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს.1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზეგაიცემასუბსიდია: 1 კგ რქაწითელზედა 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.
 
„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი  განთავსებულია თელავში (ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა დაინტერესებულ პირს, რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501 შეუძლია.
 
557