BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დღეიდან კარანტინის ვადა საქართველოში 8 დღემდე შემცირდა

დღეიდან კარანტინის ვადა საქართველოში  8 დღემდე შემცირდა. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე კარანტინის ხანგრძლივობა 12 დღე იყო. 
 
შესაბამისი გადაწყვეტილება ერთი კვირის წინ, მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
 
„ვამცირებთ დროს იმისთვის, რომ დისკომფორტი შევამსუბუქოთ. 8 დღის შემდეგ ჩატარდება PCR ტესტი და მე-9 დღეს, ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მოქალაქე დატოვებს საკარანტინე სივრცეს. მოქალაქეებს, ასევე, ექნებათ ვალდებულება, მე-12 დღეს კვლავ ჩაიტარონ PCR ტესტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ გასულ კვირას.
 
ინფორმაციისთვის: თავდაპირველად კარანტინის ხანგრძლივობა 14 დღე იყო.
285